„თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - სავალუტო შემოდინებები ნორმალიზდება

„თიბისი კაპიტალი“ მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებას აქვეყნებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ივლისის საქონლით საგარეო ვაჭრობის, ტურიზმის, მიგრაციისა და გზავნილების დინამიკა, წინა წელთან შედარებით, მნიშვნელოვან ნორმალიზებაზე მიუთითებს.

„ამასთან, წმინდა შემოდინებები კიდევ უფრო მეტია, რაც ლარის კურსისათვის პოზიტიური ფაქტორია. თუმცა, დეპოზიტების სავალუტო კომპოზიციის განახლებული ყოველდღიური დინამიკა სენტიმენტების მნიშვნელოვან მერყეობას აჩვენებს. განსაკუთრებით მოკლევადიან პერიოდში, ლარის კურსზე ზემოქმედების კუთხით, ეს სავალუტო შემოდინებებზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია.

მაშინ, როდესაც ტურიზმისა და მიგრაციის ოფიციალური სტატისტიკა მოგვიანებით გამოქვეყნდება, „თიბისის“ არხებით განხორციელებული ტრანზაქციები აჩვენებს, რომ სავალუტო შემოდინებებში მიგრანტების წილი ბოლო პერიოდში მცირდება. სამომავლოდ, ზრდის მდგრადობის კუთხით, ეს უფრო პოზიტიური გარემოებაა“, - აცხადებს „თიბისი კაპიტალი“.

გასულ კვირას ასევე გამოქვეყნდა სამუშაო ბაზრის მე-2 კვარტლის მაჩვენებლები, სადაც შემდგომი გაუმჯობესება იკვეთება.

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო