ინალ არძინბა - ჩვენ ვავითარებთ კარგ დიალოგს ბელარუსთან - თუ ის გვაღიარებს, ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვის

ბელარუსის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვის. „სპუტნიკის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ ოჩამჩირის რეგიონში საზოგადოებასთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ჩვენ ვავითარებთ კარგ დიალოგს ბელარუსის რესპუბლიკასთან. თუ ბელარუსი გვაღიარებს, ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვის" - განაცხადა არძინბამ.

მანვე აღნიშნა, რომ ბელარუსის მხრიდან აღიარება გააძლიერებს აფხაზეთის იმიჯს და მის სუბიექტურობას. არძინბა დარწმუნებულია, რომ მნიშვნელოვანია არ გამოტოვონ საერთაშორისო რუკის გაფართოების შანსი.

ცნობისთვის, 2022 წლის სექტემბერში შედგა ალექსანდრე ლუკაშენკოს პირველი ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში. დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ბელარუსის ლიდერის რესპუბლიკაში ვიზიტზე დიდი იმედებს ამყარებს.

ბჟანია საპასუხო ვიზიტით ბელარუსს 2023 წლის თებერვალში ეწვია.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო