ირაკლი ნადარეიშვილმა პროექტის „Do IT in Georgia“ პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილმა პროექტის „Do IT in Georgia“ პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც თბილისის ტექნოპარკში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა. მას საქართველოში მომუშავე IT კომპანიებისა და ტრენინგ პროვაიდერების წარმომადგენლები დაესწრნენ.

როგორ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი, პრეზენტაციაზე საუბარი წარიმართა ციფრულ პლატფორმაზე - www.doit.gov.ge, რომელმაც გააერთიანებს სამინისტროს მიერ ინიცირებული ყველა საგანმანათლებლო და სატრენინგო მიმართულებას. პლატფორმა აშშ - ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განვითარებისთვის“ მხარდაჭერით შეიქმნა.

„IT მიმართულება საქართველოს მთავრობის მიერ სტარტაპ ინოვაციური ეკოსისტემის მხარდაჭერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ მისასალმებელ სიტყვაში.

მისი თქმით, ამ ინდუსტრიის ხელშეწყობისა და განვითარებისთვის უკვე ამოქმედდა საერთაშორისო კომპანიის სპეციალური საგადასახადო რეჟიმი.

„ამ პროექტის ფარგლებში საქართველოში 80-ზე მეტი საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია შემოვიდა და 10,000-ზე მეტი ადამიანი დაასაქმა. ამ მოცემულობით, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ინდუსტრიისთვის კვალიფიციური კადრების მიწოდება, რაც ჩვენი სამინისტროსა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სხვადასხვა პროგრამების მეშვეობით წარმატებით ხორციელდება,“ - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მისი თქმით, ციფრული პლატფორმაზე, სხვა რესურსებთან ერთად, განთავსდება ინფორმაცია გადამზადების პროგრამაზე, რომელიც 5,000 დამწყები IT - სპეციალისტის გადამზადებას ითვალისწინებს - ეს პროგრამა მსმენელთა მიღებას მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყებს.

ინფორმაციის თანახმად, პროექტი "Do IT in Georgia" ქვეყანაში არსებულ IT რესურსებს გააერთიანებს, ასევე ტრენინგ პროვაიდერებს მისცემს საშუალებას, განათავსონ თავისი სასწავლო კურსები და სახელმწიფოს ფინანსური კონტრიბუციით IT განათლებაზე ხელმისაწვდომობა გაზარდონ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო