მედიის ინფორმაციით, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების გატაცების ერთ-ერთი თანამონაწილე, რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრის მეუღლე შეიძლება იყოს

რუსული ოპოზიციური მედიის ინფორმაციით, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინელი ბავშვების გატაცების ერთ-ერთი თანამონაწილე, რამდენიმე რუსული საქველმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელი და რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების მინისტრის, ალექსანდრე კურენკოვის მეუღლე, ელენა მილსკაია შეიძლება იყოს.

„კურენკოვი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ადიუტანტი იყო, მინისტრის თანამდებობაზე 2022 წლის მაისში დაინიშნა. ორი თვის შემდეგ მინისტრმა მეუღლის კუთვნილ „დაკარგული და დაზარებული ბავშვებისთვის დახმარების ეროვნულ სამონიტორინგო ცენტრთან“ შეთანხმება გააფორმა, რომლის შედეგად აღნიშნულმა ორგანიზაციამ პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსება მიიღო 600 მლნ. რუბლის ოდენობით“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ელენა მილსკაია და მისი ცენტრის „მოხალისეები“ ხერსონის ოლქიდან ოკუპირებულ ყირიმში და კრასნოდარის მხარეში უკრაინელი ბავშვების გაყვანაში იღებდნენ მონაწილეობას.

„არსებობს მტკიცებულებები, რომ ეს გაყვანა იძულებით ხდებოდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო