ჯოზეფ ბორელის განცხადებით, უკრაინაში მშვიდობის მიღწევის საკითხთან დაკავშირებით, ევროკავშირი უმაღლესი დონის შეხვედრაზე მუშაობს

ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი კომისრის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, უკრაინაში მშვიდობის მიღწევის საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირი უმაღლესი დონის შეხვედრაზე მუშაობს.

განცხადებას Europa Press-ი ავრცელებს.

ევროკავშირის უმაღლესი კომისრის განცხადებით, უკრაინაში „მშვიდობის ფორმულის“ საკითხთან დაკავშირებული ახალი შეხვედრა, შესაძლოა, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართოს, რომლის ჩატარება სექტემბერში არის დაგეგმილი.

„შეხვედრა საუდის არაბეთის ქალაქში ჯიდაში ჩატარებული მოლაპარაკებების გაგრძელება გახდება, რომელშიც 40-ზე მეტმა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა", - განაცხადა ბორელმა.

მისივე თქმით, ჯიდაში ჩატარებული შეხვედრა უკრაინის მიერ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი გახდა, რომელიც ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით, საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთზე ზეგავლენის მოხდენას აიძულებს.

"ომის შეჩერება მხოლოდ რუსეთს შეუძლია, რუსეთმა დაიწყო ეს ომი და რუსეთმა უნდა შეწყვიტოს, ევროკავშირი კი - უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს", – დასძინა ბორელმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო