სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის 11 ქვეყნის ლიდერებმა ათენში გამართულ სამიტზე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ დეკლარაცია მიიღეს

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის 11 ქვეყნის ლიდერებმა ათენში გამართული სამიტის დროს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. ინფორმაციას CNN Greece ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დეკლარაციაში აღნიშნულია უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა ამ ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, რომელიც დემოკრატიის ფასეულობებსა და სამართლის უზენაესობაზე არის დაფუძნებული.

„უკრაინა და მოლდოვა გეოგრაფიულად ესაზღვრებიან ევროკავშირის ქვეყნებს, იზიარებენ საერთო ევროპულ მემკვიდრეობას და ევროპაში მშვიდობის, უსაფრთხოების და სტაბილურობის საქმეში ინვესტიციის სახით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს რეგიონები ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრები გახდნენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

დოკუმენტს ევროპის საბჭოს თავმჯდომარის, შარლ მიშელის და ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თანდასწრებით ხელს სერბეთის, მოლდოვის, უკრაინის, მონტენეგროს პრეზიდენტები, საბერძნეთის, რუმინეთის, კოსოვოს პრემიერ-მინისტრები, ბოსნია-ჰერცეგოვინას, ჩრდილოეთ მაკედონიის, ბულგარეთის, ხორვატიის წარმომადგენლები აწერენ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო