ავლაბარში „წისქვილი ბაზრის“ ახალი ფილიალი გაიხსნა

ავლაბარში, მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსში „მოედანი“, „წისქვილი ბაზრის“ ახალი ფილიალი გაიხსნა, რომელიც ერთ სივრცეში უყრის თავს ქართული და ევროპული პროდუქციის ფართო ასორტიმენტს, ჯანსაღი პროდუქტებით დამზადებულ ნახევარფაბრიკატებსა და მზა კერძებს.

„წისქვილი ბაზარში“ მისულ მომხმარებელს დახვდება ცოცხალი ხილბოსტნეული, ნედლი ხორცი და თევზი, ადგილობრივი წარმოების რძის პროდუქტები, მათ შორის, სხვადასხვა სახეობის ქართული ყველი, პურ-ფუნთუშეული, დანამატების გარეშე დამზადებული ნახევარფაბრიკატები და მზა კერძები. მეტი კომფორტისთვის „წისქვილი ბაზარში“ განთავსებულია სუპერმარკეტიც, ყველა საჭირო პროდუქტის ერთ სივრცეში შესაძენად.

„წისქვილი ბაზარი“ რჩეული და ნატურალურ პროდუქტების ფართო ასორტიმენტს აერთიანებს და მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს არჩევანი მხოლოდ საუკეთესო პროდუქტებს შორის გააკეთოს. გვიხარია, რომ „წისქვილის ბაზარს“ კიდევ ერთი ახალი ფილიალი შეემატა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ბაზარი“ კიდევ უფრო მეტ ადამიანს გაანებივრებს ჯანსაღი, ცინცხალი პროდუქციით“, – ამბობს „წისქვილი ბაზრის“ დირექტორი გიორგი ქაშიბაძე.

„წისქვილი ბაზრის“ პირველი ფილიალი, რომელიც ვაკეში, რესტორან „წისქვილის“ სივრცეში მდებარეობს, 2021 წელს გაიხსნა. ავლაბარში, საცხოვრებელ კომპლექსში „მოედანი“ განთავსებული ახალი ობიექტი, „ბაზრის“ რიგით მეორე ფილიალია. მეტი დეტალისთვის ეწვიეთ „წისქვილი ბაზრის“ ფეისბუქ გვერდს.

ინფორმაციას „წისქვილი ჯგუფი“ ავრცელებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო