რატი იონათამიშვილი ადამ კინზინგერზე - ასეთი არაკომპეტენტური და საკუთარი პარტიიდან გარიცხული ადამიანის სპიკერად მოშველიება, თუ ვინმეს ჰგონია, რომ კარგი საქმეა, ასეთი სპიკერი მშვიდობაში მოახმაროს

ასეთი არაკომპეტენტური და საკუთარი პარტიიდან გარიცხული ადამიანის სპიკერად მოშველიება, თუ ვინმეს ჰგონია, რომ კარგი საქმეა, მშვიდობაში მოახმაროს ასეთი სპიკერი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა ყოფილ კონგრესმენ ადამ კინზინგერთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, კინზინგერის მხრიდან რეპუტაციულ საკითხზე საუბარი უხერხულია.

„ისეთ ადამიანს, რომელიც საკუთარმა პარტიამაც კი გარიცხა და უარყო, ვინაიდან ყველას გვახსოვს მისი განცხადებები „რესპუბლიკური პარტიის“ მიმართ ამერიკაში და ამის შემდეგ ამ ადამიანის მიერ რეპუტაციულ საკითხზე საუბარი ჩვენი ქვეყნის მაგალითზე, უხერხულად მიმაჩნია. ეს არის ის ადამიანი, რომელმაც ისიც არ იცის, რომ საქართველოს დიდი ხანია რუსეთთან ყველანაირი დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს და ამაზეც კი საუბრობდა ხოლმე. შესაბამისად, ასეთი არაკომპეტენტური და საკუთარი პარტიიდან გარიცხული ადამიანის სპიკერად მოშველიება, თუ ვინმეს ჰგონია, რომ კარგი საქმეა, მშვიდობაში მოახმაროს ასეთი სპიკერი,“ - განაცხადა იონათამიშვილმა.

ინფორმაციისთვის, ყოფილი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის განცხადებით, „ქართული ოცნება“ რუსეთის მარიონეტული პარტიაა. ეს შეფასება კინზინგერმა „ტვიტერში“ მას შემდეგ გააკეთა, რაც უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს მავნებელი უწოდა და განაცხადა, რომ ის „ელჩად ვერ შედგა“.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო