ოლექსი რეზნიკოვი - რა იარაღს ველოდებით ჯერ კიდევ? პრიორიტეტები არ შეცვლილა - ნომერ პირველი პრიორიტეტია საჰაერო თავდაცვა, მეორე პრიორიტეტი კი  ჭურვები, ჭურვები და კიდევ ჭურვები

საჰაერო თავდაცვის გაძლიერება უკრაინული ძალების ნომერ პირველ პრიორიტეტად რჩება. უკრაინას ასევე სჭირდება მეტი ჭურვები და ყველა ტიპის ჯავშანტექნიკა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა ოდესაში, ბულგარეთის თავდაცვის მინისტრ ტოდორ ტაგარევთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რა იარაღს ველოდებით ჯერ კიდევ? პრიორიტეტები არ შეცვლილა. ნომერ პირველი პრიორიტეტი არის საჰაერო თავდაცვა. ჩვენ უნდა გავზარდოთ უკრაინის ცის თავდაცვის ქსელი“, - აღნიშნა რეზნიკოვმა.

მან მეორე პრიორიტეტად „ჭურვები, ჭურვები და კიდევ ჭურვები“ დაასახელა.

მინისტრმა რეზნიკოვმა მნიშვნელოვანი უწოდა ბულგარეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, შეუერთდეს ევროკავშირის პროგრამას უკრაინისთვის 155 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალის მიწოდებასთან დაკავშირებით.

„მესამე, რაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სჭირდება, არის ყველა ტიპის ჯავშანტექნიკა“, - აღნიშნა რეზნიკოვმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია უკრაინელი სამხედროების სხვადასხვა მიმართულებით მომზადება.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო