ურსულა ფონ დერ ლაიენი - მხარს ვუჭერთ უკრაინის მცდელობას, შეაკეთოს, აღადგინოს და შეინარჩუნოს სახელმწიფო - დღეს უკრაინას ახალი, 1.5 მილიარდი ევრო გადავუხადეთ, უფრო მეტი იქნება წელს და მის შემდეგ

უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე ევროკავშირის გზაზე უკრაინის პროგრესი, ასევე რუსეთის აგრესიის ფონზე მის მიმართ ჩვენი მუდმივი მხარდაჭერა განვიხილეთ, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

„გავაგრძელებთ ერთად მუშაობას უკრაინის მარცვლეულის მსოფლიო ბაზრებზე გასატანად და ეკონომიკური დახმარების უზრუნველსაყოფად“, - დაწერა ურსულა ფონ დერ ლაიენმა „ტვიტერზე“.

ამასთან, მისი თქმით, ევროკომისიამ უკრაინას მაკროსაფინანსო დახმარების ფარგლებში დღეს კიდევ 1.5 მილიარდი ევრო გადასცა.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის მცდელობას, შეაკეთოს, აღადგინოს და შეინარჩუნოს სახელმწიფო. დღეს ჩვენ უკრაინას ახალი 1.5 მილიარდი ევრო გადავუხადეთ, უფრო მეტი იქნება წელს და მის შემდეგ“, - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.

ცნობისათვის, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ათენში შეხვდა, სადაც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ლიდერების არაფორმალური სამიტი იმართება.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო