„საქართველოს ბანკისა“ და კომაროვის სკოლის STEM სკოლაში რეგისტრაცია იწყება

„საქართველოს ბანკი“, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კერძო ფინანსური ინსტიტუტი, მრავალი წელია არაერთი საგანმანათლებლო პროექტის ინიციატორი და მხარდამჭერია. ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის მიზნით, საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ინიციატივით, მოსწავლეებისთვის STEM სკოლა ბრუნდება და 20 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით რეგისტრაციას აცხადებს, - ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე განმარტებით, STEM სკოლის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში, განსაკუთრებით კი რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებში, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ხელმისაწვდომობასა და პოპულარიზაციას. ონლაინ სკოლა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს დაეუფლონ მომავლის პროფესიებს და მიიღონ ხარისხიანი, აკადემიური, თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა.

„STEM სკოლის ფარგლებში, მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიარონ სასწავლო კურსი და მიიღონ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა ტექნოლოგიების, ინჟინერიის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით, რაც შესაძლებლობას მისცემთ, მომავალში შექმნან სხვადასხვა მოწყობილობები, მათ შორის - რობოტები.

STEM სკოლაში სასწავლებლად საჭიროა რეგისტრაციის გავლა და ონლაინ გამოცდის ჩაბარება. სასწავლო პროცესი ერთი წლის განმავლობაში ორ მოდულად ჩატარდება. გაკვეთილები კვირაში ერთხელ გაიმართება, მოსწავლეები კი თავად შეძლებენ აირჩიონ გაკვეთილზე დასასწრებად მათთვის სასურველი დღე - შაბათი ან კვირა. სკოლაში სწავლა შესაძლებელია როგორც თბილისში ასევე, რეგიონებში მცხოვრები მოსწავლეებისთვის, რადგან სწავლა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ აქ

გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ყოველწლიურად დამატებით 60 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეს სწავლას სრულად დაუფინანსებს და კურსის გასავლელად საჭირო ტექნიკას გადასცემს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„საქართველოს ბანკის“ ერთ - ერთი მთავარი ღირებულება განათლების მხარდაჭერა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდაა, განსაკუთრებით კი რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. სწორედ ამ მიზანს ემსახურება STEM სკოლა, რომელიც კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით ხორციელდება. ჩვენი მიზანია, სკოლის მოსწავლეებს, თანამედროვე სამყაროში ყველაზე მოთხოვნადი - STEM მიმართულებით მივცეთ სიღრმისეული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება. მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ მიმართულებით და STEM სკოლის კიდევ ერთი ნაკადი მივიღოთ. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ბანკი პარტნიორებთან ერთად 35 - მდე საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს, რისი მეშვეობითაც, 100 ათასამდე ახალგაზრდას მისცა ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ განათლების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერას,“ - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ CSR მიმართულების ხელმძღვანელმა ანა ლომთაძემ.

პროექტის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ვიდეოში

STEM სკოლაზე დეტალურ ინფორმაციას კი შეგიძლიათ გაეცნოთ აქ

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო