დიდ დიღომში სამშენებლო ნარჩენისგან 30-მდე ლოკაცია გაიწმინდა

დედაქალაქში დასუფთავების აქციები გრძელდება - შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა, სპეცტექნიკის საშუალებით, სამშენებლო/ინერტული ნარჩენი დიდი დიღმის დასახლებაში 30-მდე მისამართიდან გაიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია, საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.

„სამშენებლო ნარჩენის უკანონოდ განთავსების კუთხით, დიდი დიღომი ერთ-ერთი პრობლემური დასახლებაა. მოგეხსენებათ, კონტეინერებში ან მიმდებარედ ინერტული ნარჩენის განთავსება დაუშვებელია. ეს არის სამართალდარღვევა, რაც ფულად ჯარიმას ითვალისწინებს. გლდანის რაიონში, თბილისის შემოვლითი გზის მე-15 კილომეტრის მიმდებარედ, ფუნქციონირებს ინერტული ნარჩენების განთავსების ობიექტი, სადაც ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შეუძლია ასეთი სახის ნარჩენის კანონიერად განთავსება“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

დედაქალაქის მერიის განმარტებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 და ვებგვერდზე - www.tbsg.ge.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო