ოლექსი დანილოვი - ყირიმის გათავისუფლება დიდი ალბათობით, სამხედრო გზით მოხდება, რადგან სხვა გზა არ გვაქვს - ყირიმის დეოკუპაციის გარეშე ომი დასრულებულად ვერ ჩაითვლება

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, უკრაინა ყირიმს სამხედრო გზით დააბრუნებს, რადგან სხვა ვარიანტი ჯერ არ არსებობს.

„ჩვენ მას გავათავისუფლებთ. დიდი ალბათობით, ეს მოხდება სამხედრო გზით, თუ აგრესორ ქვეყანას ამ დროისთვის არ ესმის, რომ მან უნდა დატოვოს ჩვენი ტერიტორია, სხვა გზა არ გვაქვს“, - განაცხადა დანილოვმა.

მისი თქმით, ყირიმის დეოკუპაციის გარეშე ომი დასრულებულად ვერ ჩაითვლება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომავალი თაობები მშვიდობიანად ვერ იცხოვრებენ და ომი შთამომავლებს გადაეცემა.

„მხოლოდ რუსეთის ყირიმის ტერიტორიიდან განდევნით გავიგებთ, რომ ჩვენს სახელმწიფოს ექნება უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები გარკვეული პერიოდის განმავლობაში“, - განაცხადა დანილოვმა.

ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ყირიმის დეოკუპაციის გარდა სხვა გზა არ შეიძლება არსებობდეს.

„რთული იქნება? დიახ, რთული იქნება. ფარულად შეეცდებიან დაგვიყოლიონ? დიდი ალბათობით, შეტყობინებებს გამოაგზავნიან“, - განაცხადა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო