ოლექსი რეზნიკოვი - ომი შეიძლება ხანგრძლივი იყოს, კიდევ გვექნება მტკივნეული დანაკარგები

გამარჯვება ნიშნავს არა მხოლოდ ჩვენი მიწის გათავისუფლებას, არამედ იმის უზრუნველყოფას, რომ მტერმა დაბრუნებაზე არც კი იფიქროს. ეს ძალიან რთული ამოცანაა და მსოფლიოში ბევრს ჯერ კიდევ სჯერა, რომ შეუძლებელია, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინელებმა უკვე დაუმტკიცეს მსოფლიოს, რომ განსხვავებული წარმოდგენა აქვთ იმაზე, თუ რა არის შესაძლებელი და შეუძლებელი.

„ჩვენ გვყავს ძლიერი ვერაგი მტერი და ომი შეიძლება გაგრძელდეს, რადგან ეს ნამდვილი მარათონია. ჩვენ კიდევ გვექნება მტკივნეული დანაკარგები და იმისათვის, რომ რუსები დავამარცხოთ, უნდა გავაცნობიეროთ, რა არის მთავარი გამარჯვებისთვის", - აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, შარშან უკრაინას სჭირდებოდა იარაღი ოკუპანტებთან საბრძოლველად, ახლა „ჩვენი გამარჯვების გასაღები არის ის, თუ რას იგრძნობს ხალხი“.

„ჩვენი უპირატესობა მტერზე დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გრძნობს ხალხი. ეს არის ერთიანობა და ბრძოლისთვის მზადყოფნა", - განაცხადა რეზნიკოვმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო