ანჯეი დუდა - რუსეთი ბელარუსში ბირთვულ იარაღს უკვე განალაგებს - ეს უსაფრთხოების არქიტექტურას ცვლის ჩვენთანაც და ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზეც

პოლონეთის პრეზიდენტის ანჯეი დუდას განცხადებით, რუსეთი ბელარუსში ბირთვულ იარაღს უკვე განალაგებს.

ამის შესახებ მან პორტუგალიის პრეზიდენტ მარსელო რებელუ დე სოუზასთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დუდას თქმით, მან პორტუგალიელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია „ვლადიმირ პუტინის განცხადებების რეალიზების შესახებ იმის თაობაზე, რომ რუსეთის ტაქტიკური ბირთვული შეიარაღება ბელარუსის ტერიტორიაზე განლაგდება“.

„ნამდვილად, ეს პროცესი მიმდინარეობს, ჩვენ ამას ვხედავთ… ეს უსაფრთხოების არქიტექტურას ცვლის უშუალოდ ჩვენთან, მაგრამ ერთდროულად ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზეც. ასე რომ, ეს ფაქტობრივად მთელი ალიანსისთვის ცვლის სიტუაციას“, - განაცხადა დუდამ.

დე სოუზამ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ „გაგებით მოეკიდა პოლონეთის შეშფოთებას“ და პორტუგალიის სახელით პოლონეთს ნატო-ს ფარგლებში შემდგომ მხარდაჭერას დაჰპირდა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო