რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - კიევმა მოსკოვზე დრონებით მორიგი თავდასხმა სცადა, ერთ-ერთი დრონი "მოსკოვი-სიტის" შენობას შეეჯახა

კიევმა რუსეთის დედაქალაქს სამი დრონით შეუტია, ორი მათგანი საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდო, ერთი - რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშეს და ბიზნეს ცენტრ "მოსკოვი-სიტის" ტერიტორიაზე ჩამოვარდა, - ინფორმაციას რუსული მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„23 აგვისტოს, ღამით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა აღკვეთეს კიევის რეჟიმის მორიგი მცდელობა, სამი უპილოტო საფრენი აპარატით მოსკოვზე ტერორისტული თავდასხმა განეხორციელებინა. ორი უპილოტო საფრენი აპარატი საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა, მესამე, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშეს და კონტროლის დაკარგვის შემდეგ "მოსკოვი-სიტის" კომპლექსის მშენებარე შენობას შეეჯახა", - აცხადებენ უწყებაში.

თავდცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ "თავდასხმის მცდელობას" მსხვერპლი არ მოჰყოლია.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო