სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, სტიქიის ზონაში ნაპოვნი 29 გარდაცვლილიდან 27 იდენტიფიცირებულია

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონიდან ამოსვენებული 29 მოქალაქიდან 27 იდენტიფიცირებულია.

მისივე ინფორმაციით, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს 4 დაკარგული მოქალაქის საძიებო სამუშაოები.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გარემოს ეროვნული სააგენტოს და გეოლოგთა ჯგუფის მიერ პერიოდულად მიმდინარეობს მთების, მწვერვალების მონიტორინგი.

„უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები, როგორც კურორტ შოვის ტერიტორიაზე ანუ სტიქიის ეპიცენტრში, ასევე, მდინარე ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში. საძიებო სამუშაოების პერიმეტრი გაზრდილია ამბროლაურამდე. 29 დაკარგული მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი, 4 დაკარგულ მოქალაქეზე გრძელდება საძიებო სამუშაოები. ამოსვენებული 29 მოქალაქიდან 27-ის იდენტიფიცირება მოხდა. პერიოდულად ხდება მონიტორინგი მთებზე, მწვერვალებზე. გარემოს ეროვნული სააგენტოს და გეოლოგთა, ექსპერტთა ჯგუფი არის ამ მონიტორინგში ჩართული“, - განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს