უკრაინაში პორტუგალიის პრეზიდენტი ჩავიდა

უკრაინაში ორდღიანი ვიზიტით პორტუგალიის პრეზიდენტი, მარსელო რებელუ და სოუზა ჩავიდა. ორი ქვეყნის ურთიერთობების ისტორიაში ეს პორტუგალიის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია. ინფორმაციას CNN Portugal-ი ავრცელებს.

„პრეზიდენტი კიევში რკინიგზით ჩავიდა. მის დელეგაციაში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი და სხვა თანამდებობების პირები შედიან. მიზანი - მრავალმხრივია. პირველ რიგში, უკრაინასთან სოლიდარობა ყველა სფეროში", – ნათქვამია განცხადებაში.

პორტუგალიის პრეზიდენტის თქმით, რაც ამჟამად ფუნდამენტური არის უკრაინის ცხოვრებაში, ისევე ფუნდამენტურია მისი ქვეყნის ცხოვრებაშიც.

„უკრაინის დამოუკიდებლობის 32-ე წლისთავის აღნიშვნა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს წელი უკრაინისთვის განსაკუთრებულია იმიტომ, რომ გრძელდება კონტრშეტევა, რომელიც მისი სუვერენიტეტის დასტურია", - განაცხადა მან.

პორტუგალიის პრეზიდენტი უკვე იმყოფებოდა ბუჩაში, სადაც დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო