PETRA SEA RESORT-სა და VALOR HOSPITALITY-ის შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

PETRA SEA RESORT-სა და საერთაშორისო კომპანია VALOR HOSPITALITY-ის შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი, რომელიც გაფორმდა მოიცავს რეზორტის და მის ფარგლებში დაგეგმილი სასტუმროების, ბრენდირებული რეზიდენციების, სასტუმროს ტიპის აპარტამენტების, რესტორნებისა სხვა ინფრასტრუქტურის მართვას.

PETRA SEA RESORT არის პრემიუმ კლასის მულტიფუნქციური კომპლექსი, რომელიც მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, ბათუმიდან 15 კმ-ში. 20 ჰექტარ მიწაზე გაშლილი პროექტი მოიცავს ბრენდირებულ სასტუმროებს, ბრენდირებულ და არაბრენდირებულ რეზიდენციებს, კერძო პლაჟსა და მრავალფეროვან რეკრეაციულ ინფრასტრუქტურას.

საერთაშორისო კომპანია VALOR HOSPITALITY სასტუმროების მართვაში ერთ-ერთი წამყვანი გლობალური კომპანიაა, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ატლანტაში, აშშ-ში. მისი პორტფოლიო ამერიკის კონტინენტზე, დიდ ბრიტანეთში, აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში, დსთ-სა და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში 90-ზე მეტ სასტუმროსა და რეზორტს მოიცავს.

PETRA SEA RESORT-სა და VALOR HOSPITALITY-ის შორის თანამშრომლობა საქართველოში ქმნის მნიშვნელოვან პრეცედენტს, რადგან ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც კურორტს სრულად მართავს გამოცდილი საერთაშორისო კომპანია შესაბამისად ’PETRA SEA RESORT’-ის მობინადრეებსა და ინვესტორებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა აპარტამენტის შეძენისას ისარგებლონ ’VALOR HOSPITALITY’-ის აპარტამენტის გაქირავების სერვისით

VALOR HOSPITALITY-ის აპარტამენტების გაქირავების მომსახურებაში შედის: კურორტის პოპულარიზაცია და რეკლამირება, სტუმრების მიღება/ განთავსება, ბინების ტექნიკური მომსახურება 24/7, ოთახების დალაგება დასუფთავება და ყველა ის დეტალი რაც არის დაკავშირებული სტუმრისთვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად.

წინასწარი გაყიდვების ფარგლებში მოქმედებს სპეციალური შეთავაზება რომელიც ვრცელდება მხოლოდ პირველ 100 აპარტამენტზე, უკუგება აპარტამენტებში განხორციელებული ინვესტიციიდან შეადგენს არანაკლებ 12 %-ს

კომპლექსის თანამედროვე ინფრასტრქუტურა აერთიანებს:

ღია და დახურულ საცურაო აუზებს

სპა და ფიტნეს ცენტრებს

კაფეებსა და ლაუნჯ ბარებს

რესტორნებს

საბავშვო გასართობ ზონებს

სივრცეებს ღონისძიებებისთვის

მიწისქვეშა პარკინგს

მომხმარებლები შეძლებენ ისარგებლონ კომპლექსის საკუთარი სანაპირო ზოლით.

გაყიდვების ოფისი: თბილისი, ო.თაქთაქიშვილი #7

+ 995 577 251 251

sales@petraresort.ge

www. petraresort.ge

(R)

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება