ტესტერთა საერთაშორისო დღეს, GeoSTQB, „თიბისის“ მხარდაჭერით, 2-დღიან ღონისძიებას ატარებს

9 სექტემბერი ტესტერთა საერთაშორისო დღეა. GeoSTQB, „თიბისის“ მხარდაჭერით, ამასთან დაკავშირებით დიდ, 2-დღიან ღონისძიებას ატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტესტერთა დღე 9-10 სექტემბერს, „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართება, სადაც იქნება პანელური დისკუსიები, ვორფქშოფები, აუდიტორიის წინაშე წარდგებიან სპიკერები როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან. განიხილება მრავალი საინტერესო საკითხი.

„თიბისიში“, როგორც ტექნოლოგიურ კომპანიაში ტესტირების მიმართულებით 180 ადამიანი მუშაობს. 90 მათგანი ტესტერია, 90 - ინჟინერი, რომელიც ავტომატიზაციას უზრუნველყოფს. ტესტერები ყოველდღიურად ამარტივებენ ადამიანების ცხოვრებას და პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდების სიჩქარეზე და მაღალ ხარისხზე ზრუნავენ. „თიბისის“ ტექ.გუნდიდან ტესტერთა დღეზე თათია სებისკევრაძე და ცოტნე აბურჯანია წარსდგებიან, რომლებიც ტექნოლოგიურ, ინოვაციურ და ინსპირაციულ ტრენდებზე და გამოწვევებზე ისაუბრებენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც „თიბისის“ ხარისხის უზრუნველყოფისა და ტესტირების ავტომატიზაციის მიმართულების ხელმძღვანელი ალეკო ისკონიანი აღნიშნავს, “თიბისისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია ამ დღის მხარდაჭერა, რადგან ტესტერთა დღის ღონისძიებაზე ხდება საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, რაც იზიდავს და აინტერესებს, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს და უჩენს ამ პროფესიის დაუფლების სურვილის.

„ამავე კონფერენციაზე ახალგაზრდებს აქვს საშუალება გაეცნონ ადგილობრივ ტექნოლოგიურ კომპანიებს და გამოხატონ ტესტირების ინჟინერიის მიმართულებით დასაქმების თუ გაცნობის სურვილი. პოპულარიზაციის ზრდასთან ერთად შესაბამისი მიღწევები აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას ქვეყნის მასშტაბით“, - აღნიშნავს ალეკო ისკონიანი.

„თიბისის“ ცნობით, 9 სექტემბერს ღონისძიებაზე იქნება კომპანიის სივრცეებიც, სადაც მიიღებთ ინფორმაციას როგორც ვაკანსიების, ისე ტრენინგების შესახებ.

გაიგე მეტი: https://helloblog.ge/story/Tbc-tech-Testers-day-2023

რეგისტრაციისა და ბილეთების შესაძენად კი გადადით ბმულზე.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო