ირაკლი ქადაგიშვილი - ათენის სამიტი ეხება საბერძნეთისა და ბალკანეთის ქვეყნების ურთიერთობებს, დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე კი მიპატიჟებული იყო მოლდოვა და უკრაინა, თან ორივე ეს ქვეყანა გეოგრაფიულადაც ახლოსაა ბალკანეთის რეგიონთან

ეს გულისხმობს მხოლოდ საბერძნეთისა და ბალკანეთის ქვეყნების ურთიერთობებს, უბრალოდ, დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, მიპატიჟებული იყო მოლდოვაც და უკრაინაც, თან ორივე ეს ქვეყანა გეოგრაფიულადაც ახლოს არის ბალკანეთის რეგიონთან, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ათენის სამიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მან ხელისუფლების მისამართით გამოთქმულ კრიტიკას უპასუხა და აღნიშნა, რომ ქვეყანას "არანაირი საერთაშორისო იზოლაცია არ ემუქრება და ის, რომ ქვეყანა მშვიდობას ინარჩუნებს, არ არის იზოლაცია".

"ოპოზიცია რაღაც ინფორმაციას რომ წააწყდება, ეხება თუ არა ის საქართველოს, ლაპარაკს იწყებს იმაზე, რომ საქართველო იზოლაციაში ექცევა და ეს ლაპარაკი გვესმის წლებია. ათენთან დაკავშირებით რაც გვესმის, მორიგი სპეკულაციაა, რადგან ათენის სამიტი არის აბსოლუტურად სხვა ფორმატი, რომელიც მუდმივად ტარდებოდა და გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ საბერძნეთისა და ბალკანეთის ქვეყნების ურთიერთობებს, ამასაც თავის ისტორია გააჩნია, უბრალოდ, დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, ამ სამიტზე მიპატიჟებული იყო მოლდოვაც და უკრაინაც, თან ორივე ეს ქვეყანა გეოგრაფიულადაც ახლოს არის ბალკანეთის რეგიონთან და გამომდინარე აქედან ჩვენ არ უნდა ვეძებოთ პროპაგანდისტული მიზეზი, რომ ქვეყანაში ნიჰილისტური განწყობები გავაჩინოთ. საქართველოს არანაირი საერთაშორისო იზოლაცია არ ემუქრება. ის, რომ ქვეყანა მშვიდობას ინარჩუნებს, არ არის იზოლაცია. ესაა განვითარების ვექტორი," - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, 21 აგვისტოს ათენში დასავლეთ ბალკანეთის სამიტი გაიმართა, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი 8 ქვეყნის ლიდერები ესწრებოდნენ. საბერძნეთის დედაქალაქში იმყოფებოდნენ კანდიდატი ქვეყნების: უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები, ვოლოდიმირ ზელენსკი და მაია სანდუ. ათენში გამართულ ფორუმში არ მონაწილეობდა საქართველო. ათენში არ ყოფნის მიზეზები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ ყარაულაშვილმა განმარტა და აღნიშნა, რომ ათენში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის 11 ქვეყნის ლიდერების მონაწილეობით გამართული სამიტი არ იყო ევროკავშირის მიერ ორგანიზებული ღონისძიება. მისივე თქმით, ღონისძიების მთავარი თემა იყო უკრაინა-რუსეთის ომი და სწორედ ამიტომ იყო მიწვეული მოლდოვა და უკრაინა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო