სკოლებში ინგლისური ენის სწავლა-სწავლების გაძლიერების მიზნით „მშვიდობის კორპუსი (Peace Corps)“ საქართველოს ოფისთან მემორანდუმი გაფორმდა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და „მშვიდობის კორპუსი (Peace Corps)“ საქართველოს ოფისს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

უწყების ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილმა და „მშვიდობის კორპუსი“ საქართველოს ოფისის დირექტორმა ჯეფრი გოვეიამ.

„მემორანდუმის ძირითადი მიზანია საქართველოს რეგიონების სკოლებში ინგლისური ენის სწავლა-სწავლების პროცესის გაძლიერება და ხელშეწყობა.

შეთანხმების თანახმად, „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისეები იმუშავებენ საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და დაეხმარებიან ინგლისური ენის ადგილობრივ პედაგოგებს. მოკლევადიანი მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოხალისეები ასევე ხელს შეუწყობენ პროფესიული კოლეჯების და რესურსცენტრების თანამშრომლებს, სტუდენტებს და დაინტერესებულ პირებს ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესებასა და პროფესიული უნარების განვითარებაში.

მშვიდობის კორპუსთან საქართველო 2001 წლიდან თანამშრომლობს. ამ ხნის მანძილზე, უკვე 1000-მდე ინგლისური ენის მოხალისე პედაგოგი მსახურობდა საქართველოს საჯარო სკოლებში.

„მშვიდობის კორპუსი“ 1961 წელს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯონ კენედის მიერ მსოფლიოში მშვიდობისა და მეგობრობის მხარდასაჭერად დაარსდა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისეები, ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით, მუშაობენ სკოლებში, არაკომერციულ და არასამთავრობო ორგანიზაციებში, მეწარმეებთან, ახალგაზრდების განვითარების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ბიზნესის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სფეროებში, მასპინძელი თემის განვითარების მიზნით”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში