დავით ხაჯიშვილი - დღეს ყველა ქართველი პოლიტიკოსის, ასევე, ხელისუფლების ვალია იყოს მსოფლიო ცივილიზაციის დამოუკიდებლობის და თავისუფლების დედაქალაქში - კიევში

დღეს ჩვენ ჩამოვედით უკრაინაში, რათა ხვალ ჩვენს მეგობრებთან, ჩვენს ძმებთან ერთად აღვნიშნოთ უკრაინის დამოუკიდებლობის დღე. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის არის იქ, სადაც სჭირდება საქართველოს, ქართველ ხალხს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის წევრმა, დავით ხაჯიშვილმა განაცხადა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, პარტიის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი, პარლამენტის წევრი და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი და პარლამენტის წევრი დავით ხაჯიშვილი უკრაინაში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გასამართ ღონისძიებას დაესწრებიან. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები.

„ნაციონალური მოძრაობა”, როგორც ყოველთვის, სადაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, საქართველოს, სადაც სჭირდება ჩვენს მეგობრებს იქ იმყოფება. დღეს ჩვენ ჩამოვედით უკრაინაში, რათა ხვალ ჩვენს მეგობრებთან, ჩვენს ძმებთან ერთად აღვნიშნოთ უკრაინის დამოუკიდებლობის დღე. ჩვენ ვიღებთ სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობას. ეს იქნება ოფიციალური შეხვედრები თუ სხვა დაგეგმილი ღონისძიებები, რომელიც არის სამთავრობო თუ სამოქალაქო. რაც შეეხება “ქართული ოცნების” კიდევ ერთ გამოცხადებულ პოზიციას, რომ ისინი წელსაც არ ჩამოვიდნენ ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე უკრაინაში, კიდევ ერთხელ აფიქსირებს და ცხადყოფს იმას რომ ისინი რეალურად რუსული მთავრობა არიან და არა ქართული, ისინი მხარს უჭერენ რუსეთს და არა უკრაინას. დღეს ყველა ქართველი პოლიტიკოსის და მით უმეტეს, ხელისუფლების ვალია, რომ იყოს მსოფლიო ცივილიზაციის დამოუკიდებლობის და თავისუფლების დედაქალაქში- კიევში და მხარს უჭერდეს ჩვენს უკრაინელ ძმებს და დებს“, - განაცხადა დავით ხაჯიშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო