ირაკლი ქადაგიშვილი - მოვუწოდებ ყველას, მათ შორის „ნაცმოძრაობას“, პროპაგანდა გაუწიონ აგროდაზღვევის პოლიტიკის გატარებას და პოპულისტური განცხადებებით არ ეცადონ კახელ მევენახეებში შფოთი შეიტანონ

ზოგჯერ კატეგორიული წინააღმდეგები არიან, რომ სახელმწიფომ რთველის დროს გლეხებს და მევენახეებს დახმარება გაუწიოს, ხოლო ახლა არჩევნები ახლოვდება, ამიტომ უნდათ გულის მოგება და დღეს იდეა წამოაყენეს, - ასე შეაფასა თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივა, რთველისთვის გამოყოფილი სუბსიდია მოსავლის გარეშე დარჩენილ გლეხებზეც გადანაწილდეს.

როგორც ქადაგიშვილმა განაცხადა, სახელმწიფოს მხრიდან არცერთი მევენახე უყურადღებოდ არ რჩება, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, პოპულისტური განცხადებებით, მევენახეებში გაუგებრობა შეიტანოს.

მისივე თქმით, სახელმწიფოს აგროდაზღვევის უნიკალური პროგრამა აქვს, რომელსაც ყველამ მხარი უნდა დაუჭიროს.

„არცერთი მევენახე არ რჩება ყურადღების გარეშე. სახელმწიფოს აქვს აგროდაზღვევის უნიკალური პროგრამა და მოვუწოდებ ყველას, რომ პროპაგანდა და მხარდაჭერა გაუწიოს, მათ შორის, „ნაციონალურმა მოძრაობამ", ამ აგროდაზღვევის პოლიტიკის გატარებას და პერიოდულად, ასეთი პოპულისტური, ყოველგვარ ეკონომიკურ გათვლაზე დაუმყარებელი განცხადებების კეთებით არ ეცადონ, რომ შფოთი შეიტანონ კახელ მევენახეებში“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო