ხობის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვები

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე პირი დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვები.

თვითმხილველის ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბოძს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი, ორი ქალი და ოთხი მოზარდი დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.

ექიმების ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებულის, 35 წლამდე ქალის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. შემთხვევის ადგილზე პოლიცია იმყოფება.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო