ლევან ბეჟაშვილი - მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხის ხმა გაიგონოს კაცობრიობამ, უკრაინელმა მეგობრებმა და საბოლოოდ პროგრესულ სამყაროსთან ერთად საქართველოც გაიმარჯვებს რუსულ იმპერიაზე

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს წარმომადგენლები იყვნენ უკრაინის დამოუკიდებლობის აღნიშვნის დღეს პროგრესულ სამყაროსთან ერთად. სამწუხაროდ, “ქართული ოცნება” დღეს არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ინტერესებს და დღეს ისინი სწორედ რუსულ ნარატივს ახორციელებენ საქართველოში, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, პარტიის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი, პარლამენტის წევრი და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი და პარლამენტის წევრი დავით ხაჯიშვილი უკრაინაში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გასამართ ღონისძიებას დაესწრებიან. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები;

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს წარმომადგენლები იყვნენ უკრაინის დამოუკიდებლობის აღნიშვნის დღეს პროგრესულ სამყაროსთან ერთად, აღნიშნავდნენ უკრაინის დამოუკიდებლობას. შესაბამისად, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, დემოკრატიის გამარჯვებას, პროგრესული სამყაროს გამარჯვებას რუსული ბოროტების იმპერიაზე. სამწუხაროდ, “ქართული ოცნება” დღეს არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ინტერესებს და ბედს საერთაშორისო ასპარეზზე და დღეს ისინი სწორედ რუსულ ნარატივს ახორციელებენ საქართველოში. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხის ხმა გაიგონოს დანარჩენმა კაცობრიობამ, ჩვენმა უკრაინელმა მეგობრებმა და საბოლოოდ პროგრესულ სამყაროსთან ერთად საქართველოც გაიმარჯვებს რუსულ იმპერიაზე”, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება