რუსული მედიის ინფორმაციით, ტვერის ოლქში თვითმფრინავი ჩამოვარდა, მგზავრთა შორის ევგენი პრიგოჟინიც ფიგურირებს

რუსეთის ტვერის ოლქში თვითმფრინავი ჩამოვარდა, მგზავრთა შორის ევგენი პრიგოჟინიც ფიგურირებს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა “ინტერფაქსი” ავრცელებს.

„როსავიაციის“ ინფორმაციით, ტვერის ოლქში Embraer თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

„როსავიაციის" ცნობით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა.

უწყებაში აღნიშნეს, რომ მგზავრთა სიაში “ვაგნერის” დაჯგუფების ლიდერის ევგენი პრიგოჟინის სახელიც ფიგურირებს.

თვითმფრინავი ტვერის ოლქის დასახლებულ პუნქტ კუჟენკინას მახლობლად ჩამოვარდა. თვითმფრინავი მოსკოვიდან სანკტ-პეტერბურგში მიფრინავდა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო