მიხაილო პოდოლიაკი - პუტინი თავის ცხოველურ შიშს არავის პატიობს - პრიგოჟინისა და „ვაგნერის“ აჯანყების მცდელობის შემდეგ ორ თვეში დემონსტრაციული განადგურება პუტინის სიგნალია რუსი ელიტებისადმი - „იცოდეთ, ორგულობა სიკვდილს უდრის!

პუტინი თავის ცხოველურ შიშს არავის პატიობს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს, რითაც „ვაგნერის“ ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნას ეხმაურება.

როგორც პოდოლიაკი აღნიშნავს, პრიგოჟინისა და “ვაგნერის” ხელმძღვანელობის აჯანყების მცდელობის შემდეგ ორ თვეში დემონსტრაციული განადგურება, 2024 წლის არჩევნებამდე, პუტინის სიგნალია რუსი ელიტებისადმი.

„პრიგოჟინის შესახებ: ჯობია დაველოდოთ სანამ ომის ბურუსი გაიფანტება… ამასობაში ნათელია, რომ პუტინი თავის ცხოველურ შიშს არავის პატიობს. სწორედ იმას, რომელმაც ის 2023 წლის ივნისში გაანულა. და ის მომენტს ელოდებოდა. აშკარაა, რომ პრიგოჟინმა საკუთარი თავისთვის განსაკუთრებულ სასიკვდილო განაჩენს მოაწერა ხელი, როდესაც ლუკაშენკოს უცნაური “გარანტიებისა” და პუტინის ასევე აბსურდული “ღირსების სიტყვის” დაიჯერა. პრიგოჟინისა და “ვაგნერის” ხელმძღვანელობის აჯანყების მცდელობის შემდეგ ორ თვეში დემონსტრაციული განადგურება, 2024 წლის არჩევნებამდე, პუტინის სიგნალია რუსი ელიტებისადმი - “იცოდეთ, ორგულობა სიკვდილს უდრის!". მაგრამ, ეს ასევე სიგნალია რუსი სამხედროებისთვის: “სპეციალური სამხედრო ოპერაციის გმირები” არ იქნებიან. ეს თუ უკრაინული ტრიბუნალი არ იქნება, “ეფესბეს” ტყვია იქნება“, - წერს პოდოლიაკი.

ცნობისთვის, რუსეთის ტვერის ოლქში ვაგნერის "ლიდერის", ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი ჩამოვარდა. „როსავიაციის“ ინფორმაციით, თვითმფრინავში ევგენი პრიგოჟინი და “ვაგნერის” დამფუძნებელი დმიტრი უტკინი იმყოფებოდნენ. გარდაცვლილები არიან მგზავრები: სერგეი პროპუსტინი, ევგენი მაკარიანი, ალექსანდრ ტოტმინი, ვალერი ჩეკალოვი, დმიტრი უტკინი, ნიკოლაი მატუსეევი და ევგენი პრიგოჟინი. ეკიპაჟის წევრები: ალექსეი ლევშინი, რუსტამ კარიმოვი და კრისტინა რასპოპოვა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო