ალისია კერნსი ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე - ვლადიმერ პუტინი ძალიან ხმამაღალ გზავნილს აგზავნის

ბრიტანელი დეპუტატი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ალისია კერნსი „ვაგნერის“ ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნას ეხმაურება და აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი ძალიან ხმამაღალ გზავნილს აგზავნის.

"იმ სისწრაფემ, რა სისწრაფითაც რუსეთის მთავრობამ დაადასტურა, რომ ევგენი პრიგოჟინი იმყოფებოდა თვითმფრინავში, რომელიც მოსკოვიდან სანკტ-პეტერბურგისკენ ფრენის დროს ჩამოვარდა, უნდა გვითხრას ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ. გავრცელებული ინფორმაცია, რომ თვითმფრინავი რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო, მიანიშნებს რომ პუტინი ძალიან ხმამაღალ გზავნილს აგზავნის", - წერს ბრიტანელი დეპუტატი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, პუტინი აგნებს მათ კვალს, ვისაც მოღალატეებად თვლის და ამ ადამიანების სიას პრიგოჟინიც დაემატა. "პუტინისთვის არის ერთი მიუტევებელი ცოდვა: პუტინისა და რუსეთის ღალატი. ის აგნებს მათ კვალს, ვისაც მოღალატეებად თვლის, მათ შორის ბრიტანეთის სანაპიროებზე, როგორიცაა ალექსანდრე ლიტვინენკო და სერგეი სკრიპალი. ახლა ამ სიას ევგენი პრიგოჟინი დაემატა", - აცხადებს ბრიტანელი პარლამენტარი.

ცნობისთვის, რუსეთის ტვერის ოლქში ვაგნერის "ლიდერის", ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი ჩამოვარდა. „როსავიაციის“ ინფორმაციით, თვითმფრინავში ევგენი პრიგოჟინი და “ვაგნერის” დამფუძნებელი დმიტრი უტკინი იმყოფებოდნენ. გარდაცვლილები არიან მგზავრები: სერგეი პროპუსტინი, ევგენი მაკარიანი, ალექსანდრ ტოტმინი, ვალერი ჩეკალოვი, დმიტრი უტკინი, ნიკოლაი მატუსეევი და ევგენი პრიგოჟინი. ეკიპაჟის წევრები: ალექსეი ლევშინი, რუსტამ კარიმოვი და კრისტინა რასპოპოვა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო