ბილ ბროუდერი - პუტინი არის ადამიანი, რომელიც არასოდეს პატიობს და არასოდეს ივიწყებს

"მაგნიტსკის აქტის" ავტორისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის კრიტიკოსის, ბილ ბროუდერის შეფასებით, ეჭვგარეშეა, რომ "ვაგნერის" ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნის უკან პუტინი დგას.

"ეჭვგარეშეა, რომ ამის უკან პუტინი დგას. პუტინი არის ადამიანი, რომელიც არასოდეს პატიობს და არასოდეს ივიწყებს. პრიგოჟინმა მას უღალატა, მოაწყო ამბოხება. პუტინი აბსოლუტურად არ დაუშვებდა ასე გაგრძელებას, რადგან, თუ ასე გაგრძელდებოდა, მაშინ სხვა ადამიანებსაც გაუჩნდებოდა იგივე იდეა. პუტინი 23 წლის განმავლობაში მართავს, როგორც ძლიერი, როგორც დიქტატორი და პრიგოჟინმა ის სუსტად წარმოაჩინა. ასე ხდება, როცა პუტინს სუსტად წარმოაჩენ“, - განაცხადა ბროუდერმა.

ცნობისთვის, რუსეთის ტვერის ოლქში ვაგნერის "ლიდერის", ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც მასში მყოფი 10 ადამიანი - 7 მგზავრი და ეკიპაჟის 3 წევრი - დაიღუპა. „როსავიაციის“ ინფორმაციით, თვითმფრინავში ევგენი პრიგოჟინი და “ვაგნერის” თანადამფუძნებელი, დმიტრი უტკინიც იმყოფებოდნენ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო