საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მეხანძრე-მაშველებისთვის ცეცხლმედეგი ფორმები და აღჭურვილობა შეიძინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის მეხანძრე-მაშველებისთვის 1000 ერთეული ცეცხლმედეგი ფორმა და სპეციალური აღჭურვილობა შეიძინა, რომლის ჯამური ღირებულება 3 491 000 ლარს შეადგენს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცეცხლმედეგი ფორმები და სპეციალური აღჭურვილობა განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა, მოადგილესთან, ზურაბ პავლიაშვილთან და სახანძრო-სამაშველო ძალების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

„ახალი ცეცხლმედეგი საერთაშორისო "EN"-სტანდარტის ფორმა-აღჭურვილობა, სამომავლოდ სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში განაწილდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განაგრძობს პირადი შემადგენლობის ევროპული სტანდარტების სპეციალური ფორმებით, აღჭურვილობითა და ავტო-ტექნიკით მომარაგებას, ასევე, სისტემატურად ახორციელებს ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო