დავით ხაჯიშვილი - მინდა დამოუკიდებლობის დღე მივულოცო უკრაინას, უკრაინელ გმირ ხალხს - ყველას უნდა ვუთხრათ, რომ ქართველი ხალხი ელოდება უკრაინის გამარჯვებას, რადგან ეს იქნება საქართველოს გამარჯვებაც

პირველ რიგში, მინდა დამოუკიდებლობის დღე მივულოცო უკრაინას, უკრაინელ გმირ ხალხს. ჩვენ დღეს მივიღებთ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნის ღონისძიებებში მონაწილეობას, იქნება ეს საპარლამენტო თუ სამთავრობო ღონისძიებები. ყველას უნდა ვუთხრათ, რომ ქართველი ხალხი ელოდება უკრაინის გამარჯვებას, რადგან ეს იქნება საქართველოს გამარჯვებაც, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა დავით ხაჯიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პირისპირი შეხვედრები გაიმართება კოლეგებთან უკრაინის რადიდან.

„პირველ რიგში, მინდა უკრაინას და უკრაინელ გმირ ხალხს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. მინდა ვუსურვო, რა თქმა უნდა, გამარჯვება და ეს გამარჯვება არ იქნება მხოლოდ უკრაინის გამარჯვება, ეს იქნება მთელი ცივილიზებული სამყაროს გამარჯვება. რაც შეეხება ჩვენს ვიზიტს, ჩვენ დღეს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მივიღებთ მონაწილეობას, ეს იქნება საპარლამენტო თუ სამთავრობო ღონისძიებები. ჩვენ გვექნება პირისპირი შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან უკრაინის რადიდან. ასევე მთავრობის სხვადასხვა წევრთან სხვადასხვა საკითხზე მათ შორის, არა მარტო დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.

ვფიქრობ, ჩვენი ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რათა ყველას ვუთხრათ, რომ ქართველი ხალხი მხარს უჭერს უკრაინას, ქართველი ხალხი ელოდება უკრაინის გამარჯვებას, იმიტომ რომ ეს იქნება საქართველოს გამარჯვებაც. ამიტომ, კიდევ ერთხელ, გაუმარჯოს უკრაინას და ვულოცავთ დამოუკიდებლობის დღეს“,- განაცხადა დავით ხაჯიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო