საგამოძიებო სამსახური - გამოვლენილია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული დიდი ოდენობით ხის მასალის შეძენა-გასაღების, გადასახადისთვის განზრახ თავის არიდებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტები

საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოვლენილია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული დიდი ოდენობით ხის მასალის შეძენა-გასაღების, გადასახადისთვის განზრახ თავის არიდებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტები. ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

კერძოდ, როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, იმერეთის რეგიონში, წინასწარი შეცნობით, შეიძინა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 640 183 ლარის ღირებულების ხის მასალა, რის შემდეგაც, მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, დაქვემდებარებაში არსებული კომპანიის სახელით, გაწერა ყალბი სასაქონლო ზედნადებები, რომელთა გამოყენებითაც ჯამში 1 163 მ3 უკანონოდ მოპოვებულ ხის მასალას მისცა კანონიერი სახე და შემდგომ მოახდინა მისი რეალიზაცია.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული დიდი ოდენობით ქონების შეძენა-გასაღების, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყო.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, იმერეთის რეგიონში, წინასწარი შეცნობით, შეიძინა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 640 183 ლარის ღირებულების ხის მასალა, რის შემდეგაც, მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, დაქვემდებარებაში არსებული კომპანიის სახელით, გაწერა ყალბი სასაქონლო ზედნადებები, რომელთა გამოყენებითაც ჯამში 1 163 მ3 უკანონოდ მოპოვებულ ხის მასალას მისცა კანონიერი სახე და შემდგომ მოახდინა მისი რეალიზაცია.

გარდა აღნიშნულისა, ბრალდებული, საგადასახადო კანონმდებლობის უხეში დარღვევით, არ ახდენდა კომპანიის შემოსავლების დეკლარირებას, რა გზითაც, მან თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯამში 172 615 ლარის გადახდას.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე, 210-ე, 218-ე და 194-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო