„ჯივიპი“ ბურჯანაძის ქუჩაზე მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს

დღეს, 24 აგვისტოს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბურჯანაძის” ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში ახალ ქსელზე გადაერთების ბოლო სამუშაოებს ჩაატარებს.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სარეაბილიტაციო პროექტში კომპანიამ ნახევარ მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა - შეცვალა 1.3 კმ სიგრძის წყალსადენის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ახალ ქსელზე 30 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა, 18 საკვანძო ჭა და 8 სახანძრო ჰიდრანტი მოეწყო.

„ბურჯანაძის ქუჩაზე განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაერთებით სამუშაოებს დღეს, 24 აგვისტოს დაიწყებენ და ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 24 აგვისტოს საღამოს 23:00 საათიდან, 26 აგვისტოს დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: სამგორის რაიონში - იდუმალის, წურწუმიას, ქინძმარაულის, ნაკაშიძის, ფაღავას, წმინდა ბარბარეს, ქიზიყის, ჟორესის, ენუქიძის, პოლიციის, ჭიჭინაძის, გუმათჰესის, გუგუშვილის, ენგურჰესის, ცისკარიშვილის, სადგური ველის, გვაზავას, ცისკარას (გურჯიევის), ოდიშელიძის, ფრისის ქუჩებს. სოფლებს: გამარჯვებას, გაჩიანს, აგთაკლიას, ყარათაკლიას, ყარაჯალარს და ფოლადაანთკარს. ნავთლუღის მე-2 დასახლებაში - რაზიკაშვილის, ლორთქიფანიძისა და ელენე მეტრეველის ქუჩებს, ქვემო მელითონეთა, 31-ე ქარხნის, აეროდრომის და მიმდებარე დასახლებებს.

კრწანისის რაიონში - ზემო და ქვემო ფონიჭალას, რუსთავის გზატკეცილს, სოფელ ფონიჭალას და ჭალას, გიგანტის და ზოოვეტის დასახლებებს. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება