სერგეი შამბა - აფხაზეთში არ არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებსაც რუსეთთან შეერთების სურვილი აქვთ

აფხაზეთი რუსეთთან ახლო და სამოკავშირეო ურთიერთობების მომხრეა, თუმცა რესპუბლიკაში არ არსებობს პოლიტიკური ძალები, რომლებიც რუსეთის შემადგენლობაში შესვლის სურვილს გამოხატავდნენ, – ასე გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. "უშიშროების საბჭოს" მდივანი, სერგეი შამბა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას, რომლის თქმითაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა ჯერ კიდევ პოპულარულია და სრულიად შესაძლოა, განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზები იარსებებს.

„სამხრეთ ოსეთს არაერთხელ ჩაუტარებია რეფერენდუმი რუსეთთან შეერთების თაობაზე და ეს არის ბუნებრივი გზა ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის ერთიანი ხალხის გაერთიანებისთვის და ვფიქრობ, რომ სრულად შესაბამისობაშია დიმიტრი ანატოლიევიჩის ნათქვამთან. იმედი მაქვს, რომ თავის დროზე შესაბამისი შეიქმნება და სამხრეთ ოსეთი ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანდება, რაც შეეხება აფხაზეთს, ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა, განსხვავებული, არასოდეს მიგვიმართავს რუსეთის ფედერაციასთან შეერთებაზე და ვერ ვხედავ აფხაზეთში პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთოებების ასეთ ფორმას დაინახავდნენ", - განაცხადა შამბამ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო