მამუკა ხაზარაძე - მერია, საკრებულო, რას ერჩით თბილისს? „ოცნება“, რა დაგიშავა ამ ქალაქმა? - მას თავისი ხასიათი, ისტორია, ზომა-წონა აქვს და თბილისი მის დარღვევას არ გაპატიებთ!

ამ ქალაქს თავისი ხასიათი, ისტორია და ზომა-წონა აქვს, მის დარღვევას არ გაპატიებთ თბილისი! - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა, რითაც გამოეხმაურა საკრებულოში „ლაგუნას ვერეს“ ტერიტორიაზე ცათამბჯენების მშენებლობის პროექტის შეტანას.

მისი შეფასებით, აღნიშნული ცათამბჯენები ძველი თბილისის ქსოვილის მორღვევას და თბილისის ურბანულ გენოციდს გამოიწვევს.

„თბილისის მერია, საკრებულო, რას ერჩით თბილისს? "ოცნება", რა დაგიშავათ ამ ქალაქმა? -

დღეს "ლაგუნა ვერეს" და ფიზკულტურის ინსტიტუტის საკითხი გავა "ოცნების საკრებულოზე" და ოფიციალურად მწვანე შუქს აუნთებენ გმირთა მოედნის ცათამბჯენებით განაშენიანებას, ძველი თბილისის ქსოვილის მორღვევას და თბილისის ურბანულ გენოციდს!

ამ ქალაქს თავისი ხასიათი, ისტორია და ზომა-წონა აქვს, მის დარღვევას არ გაპატიებთ თბილისი!“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს