შარლ მიშელი უკრაინელებს - თქვენ ჩვენი ევროპული ოჯახის წევრი ხართ, ევროკავშირის დროშის ვარსკვლავები თქვენი თავისუფალი და სუვერენული ქვეყნის თავზე იფრიალებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და მხარდაჭერას უცხადებს. "ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას. მხარს დაგიჭერთ იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. თქვენ ჩვენი ევროპული ოჯახის წევრი ხართ და თქვენი მომავალი ჩვენთან ერთადაა. ევროკავშირის დროშის ვარსკვლავები თქვენი თავისუფალი და სუვერენული ქვეყნის თავზე იფრიალებს", - აცხადებს შარლ მიშელი.

უკრაინის პრეზიდენტსა და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენიც.

"უკრაინის ძალა მის ხალხში, გამბედაობასა და ძალაშია. თქვენ ყველა ევროპელისთვის სტიმულის მიმცემი ხართ და ჩვენ თქვენს გვერდით ვიდგებით იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება იმისთვის, რომ უკრაინა თავისუფალი იყოს. ერთად, ჩვენ მოვიპოვებთ სამართლიან, ხანგრძლივ მშვიდობას", - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო