მიხეილ სარჯველაძე - არ არის დღეს უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ისეთი დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით, რომლის ქონასაც ვისურვებდით - საქართველო ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში რჩება

არ არის დღეს უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ისეთი დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით, რომლის ქონასაც ვისურვებდით - საქართველო ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში რჩება, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მან უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. რაც შეეხება საკითხს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ არის საქართველოდან დელეგაცია ღონისძიებაზე და მიიღეს თუ არა მიწვევა, სარჯველაძე აცხადებს, რომ ბრალდებების წაყენება უკრაინის მიმართ ან მათი მხრიდან არასწორი ბრალდებების მოსმენა არ შეესაბამება ქართულ - უკრაინულ ურთიერთობების ინტერესს და ამ საკითხზე პასუხის გაცემისგან თავს შეიკავებს.

„პირდაპირ ვამბობთ, რომ კონკრეტული პირების იქ ყოფნა-არყოფნის საკითხი სასურველია სხვა კონტექსტში გავაანალიზოთ. არ არის დღეს უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ისეთი დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით, რომლის ქონასაც ვისურვებდით ნებისმიერი ადამიანი, ვინც გულშემატკივარია და პრიორიტეტად აცხადებს ქართულ- უკრაინულ ურთიერთობებს. სამწუხაროდ ასეთი რეალობაა. რაც შეეხება თვითონ ღონისძიებას, როგორც ირკვევა, პრეზიდენტები არიან მიწვეული, ასე დაიგეგმა, რამ განაპირობა, გამოიწვია კონკრეტული შემადგენლობის, კონკრეტული პირების მიწვევა -არ მიწვევა ალბათ, მეორეხარისხოვანი უნდა იყოს. რაც შეეხება შინაარსს, ყველაზე მთავარი გახლავთ ის, რომ მთელი სულით და გულით ვულოცავთ მთელ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს და ვუსურვებთ, რაც შეიძლება სწრაფად შეძლოს და გაანეიტრალოს ყველა ის რისკი, რომელიც მის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას ემუქრება. ეს არის მნიშვნელოვანი ამოცანა, პრიორიტეტი და რჩება მნიშვნელოვან ამბად საქართველოსთვისაც. საქართველო როგორც ჩანს კვლავ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში რჩება, როგორც ამას დაერქვა თავის დროზე,"- განაცხადა სარჯველაძემ.

კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად