Visa-სთან პარტნიორობით, „საქართველოს ბანკმა“ ბიზნეს პროცესების ეფექტურობის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ახალი პრემიუმ ბარათი - Visa Signature Business გამოუშვა

Visa-სთან პარტნიორობით, „საქართველოს ბანკმა“ ბიზნეს პროცესების ეფექტურობის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ახალი პრემიუმ ბარათი - Visa Signature Business გამოუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, Visa Signature Business-ი მაღალი კლასის ბარათია, რომელიც ბიზნეს კლიენტებს, მსოფლიოს გარშემო, განსაკუთრებულ კომფორტს სთავაზობს.

ინფორმაციის თანახმად, ბარათის მფლობელები ისარგებლებენ ექსკლუზიური პირობებით და შეთავაზებებით. მათ შორის: კონსიერჟის გუნდის მომსახურება 24/7-ზე; ექსკლუზიური შეთავაზებები და ფასდაკლებები; საერთაშორისო აეროპორტებში 1 200-ზე მეტ Lounge Key-ზე წვდომა; ჩასხდომის პრიორიტეტული უპირატესობა; 500 000$-იანი სამოგზაურო დაზღვევა განსაკუთრებული პირობებით; წამყვანი სასტუმროების სპეციალური შეთავაზებები; პირადი ავტომანქანის დაქირავება; სამედიცინო და იურიდიული მხარდაჭერა; ბარათების კორპორაციული დაზღვევა; ანგარიში მულტისავალუტო ფუნქციით და 4 ვალუტაში გამოყენების შესაძლებლობით (ლარი, ევრო, დოლარი, ფუნტი).

„ჩვენი გუნდი აქტიურ რეჟიმში განაგრძობს მომხმარებლებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა თუ სერვისების შეთავაზებას. იმისთვის, რომ ჩვენს ბიზნეს მომხმარებლებს გავუმარტივოთ ბიზნეს პროცესები და მეტად კომფორტული გავხადოთ საბანკო სერვისებით სარგებლობა, ამჯერად ახალი პრემიუმ ბარათი - Visa Signature Business წარვადგინეთ. მისი მეშვეობით, ბიზნეს კლიენტებს შეუძლიათ ისარგებლონ განსაკუთრებული შეთავაზებებით და ექსკლუზიური პირობებით. ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ ახალი პროდუქტების შექმნაზე მუშაობას, რომელიც საბანკო სერვისებით სარგებლობის პროცესს მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტად გაამარტივებს,“ - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზურაბ ქოქოსაძემ.

Visa-ს რეგიონული მენეჯერის კავკასიის რეგიონში, დიანა კიღურაძის თქმით, Visa, როგორც გლობალური მოწინავე ტექნოლოგიური კომპანია საქართველოში ბიზნეს ეკოსისტემის გაძლიერებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას განაგრძობს.

„მიხარია, რომ „საქართველოს ბანკთან“ ერთად, კორპორაციულ კლიენტებს შევთავაზებთ ისეთი მაღალი კლასის პრემიუმ ბარათს, როგორიც Visa Signature Business-ია. ბარათი, თავისი ექსკლუზიური უპირატესობებით, ფინანსების ოპერატიულად მართვისა და ეფექტური ანგარიშსწორების უალტერნატივო გამოცდილებას ქმნის. Visa, როგორც გლობალური მოწინავე ტექნოლოგიური კომპანია, განაგრძობს საქართველოში ბიზნეს ეკოსისტემის გაძლიერებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას და ადგილობრივი ბიზნესებისთვის გამორჩეული და მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისების შეთავაზებას,“- განაცხადა Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში, დიანა კიღურაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო