თორნიკე რიჟვაძე - ყველა მასწავლებელი, რომელიც დაგეგმავს და დანერგავს ახალ ინოვაციურ პროექტებს საჯარო სკოლებში, ისარგებლებს 500-ლარიანი დანამატით

აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ ახალი სასწავლო წლის განახლებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს, მუნიციპალიტეტის მერებს და შესაბამის სამსახურებს მიმართა, რომ როგორც ინფრასტრუქტურულ, ისე საორგანიზაციო ნაწილში გატარდეს შესაბამისი სამობილიზაციო სამუშაოები. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მასწავლებელთა წახალისებისა და სწავლების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ახალი პროგრამების და ინიციატივების დანერგვასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში გამოიყოფა 300 ათასი ლარი. ამასთან, აღნიშნავენ, რომ პროგრამის მიზანია მასწავლებელთა წახალისება და ეფექტურად სწავლების შედეგების გაზრდა. გაგრძელდება ახალი პროგრამების დანერგვა, ინიციატივების, რომელიც ხელს შეუწყობს სწავლების ეფექტიანობის გაზრდას და აამაღლებს პედაგოგთა მოტივაციას.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, უმაღლესი სასწავლებლებისა და პროფესიული კოლეჯების პროფესორ მასწავლებლების მსგავსად, საჯარო სკოლის პედაგოგები ჩაერთვებიან საერთაშორისო პროექტებში და დაუფინანსდებათ პროექტებში მონაწილეობა.

,,მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მასწავლებელთა მხარდაჭერის კუთხით, შეიქმნას ცალკე ფონდი, რომლის საწყისი ოდენობა შეადგენს 300 ათას ლარს. იმედი მაქვს, ეს დაეხმარება სასწავლო პროცესის ეფექტიანობას, მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებას. ყველა მასწავლებელი, რომელიც დაგეგმავს და დანერგავს ახალ ინოვაციურ პროექტებს საჯარო სკოლებში, ისარგებლებს 500 ლარიანი დანამატით.

ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ უმაღლესი სასწავლებლების და პროფესიული კოლეჯების მასწავლებლების და ლექტორების გარდა, საჯარო სკოლების მასწავლებლებიც ისარგებლებენ და დაუფინანსდებათ სრულად საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა. იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული ინიციატივები ხელს შეუწყობს მასწავლებელთა მოტივაციის ზრდას, რაც საბოლოო ჯამში აისახება მომავალი თაობის განათლების ხარისხზე“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აჭარაში, ყველა მუნიციპალიტეტში, აქტიურად მიმდინარეობს სკოლების სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია, ასევე, ახალი სკოლების მშენებლობა. 2023 წლის ბიუჯეტის ფარგლებში საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის 25 მლნ. ლარიდან 33 მლნ. ლარამდე გაიზარდა. წელს განხორციელდება 90-მდე სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო