პაატა მანჯგალაძე ხელისუფლებას - რატომ არ ასვენებთ საქართველოს, ქართველ ხალხს? რა გაკლიათ? რატომ ვერ ძღებით?

რატომ არ ასვენებთ საქართველოს, ქართველ ხალხს? რა გაკლიათ? რატომ ვერ ძღებით? რა დიდი იდეალების გამო ებღაუჭებით კვლავ ძალაუფლებას? - ასე მიმართავს „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე ხელისუფლებას და მათ უმოქმედობაში ადანაშაულებს.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, საქართველოს ხელისუფლება უმოქმედოა, ისინი ქართველი ხალხისა და სახელმწიფოებრიობის დაცვას ვერ უზრუნველყოფენ.

როგორც მანჯგალაძე აღნიშნავს, მიუხედავად არაერთი პრობლემისა, ხელისუფლება მაინც ამტკიცებს დედაქალაქში პრობლემური მშენებლობებს და ხალხის ხარჯზე გამდიდრებას ცდილობს.

„სად და როდის დაიცავით საქართველო, ქართველი ხალხი, მისი უსაფრთხოება? უპასუხეთ მედვედევს ჩვენი ძირძველი კუთხეების მიერთებაზე ღიად რომ გამოგვიცხადა? დაიცავით და გადაარჩინეთ ადამიანები შოვის ტრაგედიის დროს? მიულოცეთ უკრაინას დამოუკიდებლობის დღე და უსურვე გამარჯვება ჩვენს საერთო მტერთან ბრძოლაში?

სად და როდის გააპროტესტეთ რუსული მცოცავი ოკუპაცია? დავეხმარეთ იმ დედებს შვილებისთვის წამალს, რომ ითხოვდნენ? მოაგვარეთ ყოველი მესამე ბავშვის შიმშილის პრობლემა?

სამაგიეროდ, ამ დროს მოიცალეთ თბილისის ცენტრში ახალი კორპუსების აშენების გეგმის დამტკიცებისთვის, ხალხის ხარჯზე უცხოეთის ძვირადღირებულ კურორტებზე დასვენებისთვის, ახალი, ჩაბურულ მინებიანი ჯიპების შეძენისთვის. აი, ეს არის თქვენი პატრიოტიზმი.

ამისთვის გჭირდებათ შეთქმულების ბნელი თეორიები, რომ ნამდვილ პრობლემებზე ხალხმა პასუხი არ მოგთხოვოთ.

ამის შემდეგ, რა ნამუსით საუბრობთ კიდევ ძალაუფლების შენარჩუნებაზე?

ნამდვილი პოლიტიკა არის ხალხი. ნამდვილი საქმე მათი პრობლემების, მათი სატკივრის გაზიარება და მოგვარებაა. თქვენ კიდევ ერთიც და მეორეც სულ ფეხებზე გკიდიათ. არა „ქოცობას“! საქართველო გაიმარჯვებს!“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო