ლელა ჩიქოვანი ავსტრიის ახალ თავდაცვის ატაშეს შეხვდა

თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს, თომას მიულმანსა და და ახალ თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ გეორგ დიალერს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლელა ჩიქოვანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროინტეგრაციის გზაზე ავსტრიის მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნა და დიპლომატებს მადლობა გადაუხადა.

„მხარეებმა საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები მიმოიხილეს, თავდაცვის ძალების თავსებადიბის ამაღლებას და შესაძლებლობების გაძლიერებას მოემსახურება. შეხვედრაზე რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და მზარდი საფრთხეები საუბრის ერთ-ერთ ძირითად თემას წარმოადგენდა.

ლელა ჩიქოვანის განცხადებით, ამ ფონზე ჩვენი ქვეყნისთვის საერთაშორისო პარტნიორებთან ინტენსიური თანამშრომლობა და მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. მინისტრის მოადგილემ ავსტრიის ელჩსა და თავდაცვის ატაშეს ინფორმაცია მიაწოდა რეფორმების შესახებ, რომელიც ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობებისა და მედეგობის გაძლიერებას ითვალისწინებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო