ერევანმა ბაქოს სამშვიდობო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ახალი წინადადებები გადასცა

ერევანმა ბაქოს სამშვიდობო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ახალი წინადადებები გადასცა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთის მიერ მთიან ყარაბაღში გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთი კვლავ ლაჩინის დერეფანთან არის გაჩერებული, ჰუმანიტარული ვითარება კი დაძაბული რჩება.

„ერთად-ერთი ცვლილება ეს არის, რომ ლაჩინის დერეფნის გავლით, წითელი ჯვრის და რუსი სამშვიდობოების მეშვეობით, იმ მოქალაქეების გადაადგილება დაიწყო, რომლებიც მკურნალობას საჭიროებენ“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, სომხეთი ფლობს ინფორმაციას ლაჩინის დერეფნის ცალმხრივი გახსნის პროექტების შესახებ, რომელიც მთიანი ყარაბაღიდან გასვლაზე ნებართვას, ხოლო შესვლაზე აკრძალვას გულისხმობს.

„აზერბაიჯანი მუდმივად არღვევს 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი ხელშეკრულების პირობებს და ის იმაზე მოწმობს, რომ აზერბაიჯანის მთავარ მიზანს - მთიანი ყარაბაღიდან სომხების განდევნა წარმოადგენს, ეთნიკური წმენდის, შიმშილის, სამხედრო ოპერაციის თუ სხვა მეთოდების გზით“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

მან ასევე დაამატა, რომ აზერბაიჯანულ მხარეს სამშვიდობო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ახალი წინადადებები გაუგზავნა, მაგრამ ამ წინადადებების დეტალებზე არ ისაუბრა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო