მატეუშ მორავეცკი - პრიგოჟინის სიკვდილის შემდეგ „ვაგნერი“ კიდევ უფრო საშიში გახდება

პრიგოჟინის სიკვდილის შემდეგ „ვაგნერი“ კიდევ უფრო საშიში გახდება,- ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ევგენი პრიგოჟინის სიკვდილის შემდეგ “ვაგნერის” დაჯგუფების დაქირავებულ მებრძოლებზე კონტროლს უშუალოდ კრემლი აიღებს, რაც მათ უფრო საშიშს გახდის.

„კომენტარს არ გავაკეთებ დამთხვევაა ეს თუ არა… ვფიქრობ, პოლონელებს თავად შეუძლიათ ამაზე პასუხი იპოვონ. „ვაგნერის“ ჯგუფზე კურატორობა უშუალოდ პრეზიდენტ პუტინთან გადადის. დაე, ახლა ყველამ თავისთვის გასცეს პასუხი, არის თუ არა „ვაგნერის“ ჯგუფი, რომელიც ბელარუსში დისლოცირდება, მეტი თუ ნაკლები საფრთხე“, - განაცხადა მორავეცკიმ.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, პუტინის მეთვალყურეობის ქვეშ „ვაგნერის“ ჯგუფი კიდევ უფრო მეტად იქნება გამოყენებული პროვოკაციებისთვის, შანტაჟისთვის, თავდასხმებისთვისა და „უსაფრთხოების პოლიტიკისთვის ძირის გამოთხრაში ყველანაირი მოძრაობებისთვის“.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო