ლევან მეხუზლა - დაზიანებულ ყურძენში მევენახეს სახელმწიფო 90 თეთრს გადაუხდის

დაზიანებულ ყურძენში მევენახეს სახელმწიფო 90 თეთრს გადაუხდის, - ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ განაცხადა.

მისივე განცხადებით, უპასუხისმგებლო და ყოველგვარ გონივრულ აზრს მოკლებულია ინიციატივა, მევენახეებმა, რომლებსაც ბუნებრივი პირობების გამო მოსავალი გაუნადგურდათ, სუბსიდიისთვის გამოყოფილი 20 თეთრი შარშანდელი მოსავლის მიხედვით მიიღონ.

„მიმდინარე წლის 21 ივლისს, პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სრულად ჩაიბარებს იმ ყურძენს, რომელზეც კერძო სექტორის მხრიდან მოთხოვნა არ იქნება. დაზიანებულ ყურძენში მევენახეს სახელმწიფო 90 თეთრს გადაუხდის“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, ქართული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის თვალსაჩინო წინსვლა იმ პოლიტიკის შედეგია, რომელსაც სახელმწიფო ათეულ წელზე მეტია ახორციელებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფოს მიზანია, ერთი მხრივ, რაციონალური იყოს გადაწყვეტილება ბიუჯეტის ხარჯვის კუთხით და, მეორე მხრივ, დაიცვას მევენახეებისა და მეღვინეების ინტერესები და მოახდინოს დარგის განვითარების მაქსიმალური მხარდაჭერა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო