თბილისის საკრებულოში ხმაური იყო

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე ხმაური იყო.

ხმაური დღის წესრიგით გათვალისწინებული პროექტების განხილვას მოჰყვა.

როგორც დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ აღნიშნა, ორი მდინარის შეერთების წერტილია იქ, სადაც ორი 52 სართულიანი კორპუსი უნდა ჩაიდგას, ასევე განმარტა, რომ მშენებლობა კოეფიციენტით კი არა უსაფრთხოებით იწყება.

„შოვში ეს ტრაგედია რომ მოხდა, რატომ არ დაფიქრდით? რატომ არ ფიქრობთ, რომ მშენებლობა კოეფიციენტით კი არა უსაფრთხოებით იწყება. სად უნდა ააშენოთ, როგორ უნდა ააშენოთ, რომ 20 კაცი არ მოკლათ, როგორც 2015 წელს იყო… ორი მდინარის შეერთების წერტილია იქ, სადაც ორი 52-სართულიანი კორპუსი უნდა ჩაიდგას. ეს 2015 წელს დატბორვის არეალი იყო. როდესაც ადამიანების კონცენტრაციას აკეთებთ ისეთ ტერიტორიაზე, რომელიც შემდეგში ბუნებრივი კატასტროფის საფრთხე შეიძლება იყოს, არ შეგიძლიათ ეს. ეს სპეციალისტმა უნდა განსაზღვროს, არ შეიძლება მდინარის ჭალაში ადამიანების კონცენტრაცია”, - აღნიშნა გოდოლაძემ, რომლის განცხადებასაც თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრები შეძახილებით შეხვდნენ.

როგორც თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრმა, გივი ჩხარტიშვილმა აღნიშნა, „უბედურებაზე ქულების დაწერა სირცხვილია” და არასწორია სიტყვა “მოკლას” გამოყენება.

„არასწორად ამბობთ, რას ჰქვია „მოკლა?“ სირცხვილია! უბედურებაზე ქულების დაწერა სირცხვილია! - აღნიშნა გივი ჩხარტიშვილმა.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე გეოლოგებს და გარემოს დამცველებს ბანერი აქვთ მიტანილი წარწერით - „არა ურბანულ გენოციდს“.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო