რევაზ სოხაძე - სამწუხაროდ, ჩვენმა ოპონენტებმა განაშენიანების რეგულირების გეგმა პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანეს

სამწუხაროდ, ჩვენმა ოპონენტებმა განაშენიანების რეგულირების გეგმა პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანეს, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე, რევაზ სოხაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, კომისია დღევანდელ სხდომაზე განიხილავს თითოეულ საკითხს და ხვალინდელი სხდომისთვის რეკომენდაციას გასცემს..

„ჩვენ ვხედავთ მათი [ოპოზიციის] მხრიდან პოლიტიკურ ინტერესს, რომ საკითხების პოლიტიზება მოხდეს. სამწუხაროდ, ჩვენმა ოპონენტებმა განაშენიანების რეგულირების გეგმა პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანეს. დღეს ეს ვიხილეთ, თუმცა ურბანული კომისიის სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე წარმოდგენილი იყო ოპონენტების მიერ მოწვეული საზოგადოების გარკვეული ჯგუფი, დაინტერესებული პირები. ყველამ გამოთქვა საკუთარი აზრი. ჩვენ ვერ მოვისმინეთ არგუმენტი, რომ რომელიმე საკითხის გადადება მომხდარიყო, გარდა იმისა, რომ მათი აზრით, ამა თუ იმ გრგ-ს უკან დგას ესა და ის პიროვნება, სახელებსა და გვარებზე ხდება აპელირება. კომისია მუშაობას აგრძელებს, განვიხილავთ თითოეულ საკითხს და ხვალინდელი სხდომისთვის კომისია რეკომენდაციას გასცემს”,- აღნიშნა სოხაძემ.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოში, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები აღნიშნავენ, რომ თბილისის მერიამ საკრებულოს დასამტკიცებლად ის პროექტები წარუდგინა, რომელიც ქალაქის გენერალურ გეგმას არღვევს.

ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ირაკლი ნადირაძის თქმით, თბილისის საკრებულოში დასამტკიცებლად წარდგენილი პროექტების უკან “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნები და მათთან დაახლოებულ პირები დგანან.

საკრებულოში „ლაგუნას ვერეს“ ტერიტორიაზე ცათამბჯენების მშენებლობის პროექტის შეტანას გამოეხმაურა პარტია “ლელოც”. როგორც „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, აღნიშნული ცათამბჯენები ძველი თბილისის ქსოვილის მორღვევას და თბილისის ურბანულ გენოციდს გამოიწვევს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„მაგთის“ „როუმერის“ ინტერნეტპაკეტების ახალი ფასები 9 ლარიდან იწყება
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში