თბილისში უკრაინის  დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართა

თბილისში უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართა. მსვლელობაში საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები მონაწილეობდნენ.

აქციის ორგანიზატორები სიმბოლურად უკრაინელი პოეტის, ტარას შევჩენკოს ძეგლთან შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით საკანონმდებლო ორგანოსკენ გაემართნენ.

„მე ვარ აქ მეგობრებთან ერთად. დღეს დიდი დღეა ყველა უკრაინელისთვის, აღვნიშნავთ თავისუფლებას და ერთად ყოფნას და მხარს ვუჭერთ ჩვენს დებსა და ძმებს მშობლიურ მიწაზე“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სოლიდარობის აქცია ბათუმსა და ქუთაისშიც გაიმართა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო