საქართველოში საარსებო შემწეობას 18 წლამდე ასაკის, ჯამში, 181 352 პირი იღებს

მიმდინარე წლის ივლისის მონაცემებით, საქართველოში საარსებო შემწეობას 18 წლამდე ასაკის, ჯამში, 181 352 პირი იღებს.

ამის შესახებ ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი, 46 402 საარსებო შემწეობის მიმღები არასრულწლოვანი პირი თბილისში ფიქსირდება, 18 წლამდე ასაკის სოციალური შემწეობის მიმღები 30 274 პირი ქვემო ქართლზე მოდის, მესამე ადგილზე სოციალური დახმარების საჭიროების მქონე არასრულწლოვანთა რაოდენობით კი, იმერეთია, სადაც სოციალურ შემწეობას 19 930 პირი იღებს.

ყველაზე ნაკლები საარსებო შემწეობის მიმღები 18 წლამდე პირი რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთშია რეგისტრირებული, მათი საერთო რაოდენობა 1243-ს შეადგენს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სოციალურ შემწეობას 6 წლამდე ასაკის 48 548 ბავშვი იღებს. აქედან ყველაზე მეტი, 11 616 ბავშვი თბილისშია რეგისტრირებული, 8 130- ქვემო ქართლში, 5 393 ბავშვი სოციალურ შემწეობას კი იმერეთში იღებს.

ამასთან, სტატისტიკის თანახმად, 6-18 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის 53 196 წარმომადგენელი საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაშია ჩართული.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო