პატრიარქ კირილის მოხსენიების გამო ლატვიის ტელევიზიით მართლმადიდებლური ღვთისმსახურების ტრანსლირება აღარ მოხდება

ლატვიის ტელევიზიამ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქის კირილის ხსენების გამო, ახალი მართლმადიდებლური მსახურების ჩაწერისა და ტრანსლირების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ LSM იუწყება.

არხმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც LTV-მ ვალგუნდიში, რიგის წმინდა სამება-სერგიუსის დედათა მონასტრის ფილიალში მართლმადიდებლური ღვთისმსახურების ჩაწერისას აღმოაჩინა, რომ ისინი ლოცულობდნენ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქისთვის.

LTV-ს მთავარი რედაქტორის სიგიტა როკეს თქმით, ლოცვა პატრიარქ კირილისთვის, რომელიც ღიად უჭერს მხარს და აკურთხებს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში გაჩაღებულ სისხლიან ომს, „ეწინააღმდეგება არა მხოლოდ LTV-ის ღირებულებებსა და რწმენას, არამედ სარედაქციო პოზიციასაც.

„ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ რუსეთის ომს უკრაინაში, ამიტომ აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია მართლმადიდებლური ღვთისმსახურების გაგრძელება, სადაც შეგიძლიათ მოისმინოთ ლოცვა პატრიარქ კირილისთვის“, - დასძინა მან.

ცნობისთვის, მსოფლიოს ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებში ღვთისმსახურებისას, ყველა ადგილობრივი ეკლესიის მეთაური მოიხსენიება.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო